მოსკოვი: ანტირუსული ისტერიის ფონზე, იტალიის ხელისუფლებამ ორმხრივი ხელშეკრულებები დაივიწყა

"ახლა, ანტირუსული ისტერიის ფონზე, იტალიის ხელისუფლებამ დაივიწყა, არსებული ორმხრივი ხელშეკრულებები, ჩვენი კავშირების განსაკუთრებული ხასიათი და შეუერთდა საშინელ რუსოფობიურ კამპანიას", - ამის შესახებ მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსეი პარანოვნამ განაცხადა.

პარამანოვმა, იტალიელ ხალხს პანდემიის დროს გაწეული დახმარება შეახსენა.

 “მოსკოვს არასოდეს გამოუყენებია ენერგორესურსების ექსპორტი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რუსული ენერგეტიკული კომპანიები ყოველთვის სრულად ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს და ისინი დღესაც აგრძელებენ ამას. რომის დამოკიდებულება რუსულ ნახშირწყალბადებზე, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო შემუშავებული, უკიდურესად უარყოფით შედეგებს მოუტანს იტალიის ეკონომიკას და ყველა იტალიელის“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუს ოლიგარქებს დაახლოებით 140 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაუყინა. ეს აქტივები მოიცავდა დაახლოებით 65 მილიონი ევროს ღირებულების იახტას, რომელიც ეკუთვნოდა მეტალის მაგნატს ალექსეი მორდაშოვს, ასევე, გენადი ტიმშენკოს საკუთრებაში არსებულ 50 მილიონი ღირებულების იახტას და სარდინიაზე ალიშერ უსმანოვის ქონებას. 

ასევე წაიკითხეთ:

მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ